ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას“ სუპერლიგიდან გამოსვლა განმარტა #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ახსნა თავისი გუნდის გამოსვლა ევროპის სუპერლიგის პროექტიდან.
კატალონელებმა სუპერლიგიდან გამოსვლის შესახებ 7 თებერვალს გამოაცხადეს, რის შემდეგაც პროექტში მხოლოდ მადრიდის „რეალი“ დარჩა. 11 თებერვალს კი გამოცხადდა „რეალსა“ და უეფა-ს შორის შერიგების შესახებ.
„ჩვენ სუპერლიგიდან გამოსვლა გადავწყვიტეთ, რადგან აზრი არ ჰქონდა. პროექტის რეალიზება არ მოხდებოდა. ჩვენ ამის შესახებ უკვე ვთქვით. გარდა ამისა, უეფა დგამს ნაბიჯებს ევროპაში ფეხბურთის მდგრადობის ამაღლებისკენ.
მე არ მიწარმოებია საქმეები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ან „ბარსელონას“ VIP-ლოჟებში. ადამიანებს შორის ურთიერთობები და ინტერესები იცვლება“, – განაცხადა ლაპორტამ გაზეთ El Pais-თვის მიცემულ ინტერვიუში.