ჟოან ლაპორტა ისევ აპირებს „ბარსელონას“ პრეზიდენტობაზე კენჭისყრას #1TVSPORT
ჟოან ლაპორტა ისევ აპირებს „ბარსელონას“ პრეზიდენტობაზე კენჭისყრას #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის კლუბის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებზე, რომელიც 2026 წელს გაიმართება.

„ჩვენ გადავარჩინეთ კლუბი. პროექტი გაგრძელებას იმსახურებს“, – განაცხადა ლაპორტამ.

2024-25 წლების სეზონში „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო და დუბლი შეასრულა.

ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტი იყო 2003-10 წლებში. 2021 წელს ის ხელმეორედ აირჩიეს თანამდებობაზე.