ჟოან ლაპორტა - ჩვენ დავასრულეთ „ბარსელონას“ ფინანსური გაჯანსაღება #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ილაპარაკა კატალონური კლუბის მიმდინარე ფინანსურ სიტუაციაზე.
„ჩვენ დავასრულეთ „ბარსელონას“ ფინანსური გაჯანსაღება. გავაკეთეთ ეს ყოველგვარი იმპროვიზაციის, იღბალისა და სხვების დახმარების გარეშე. ჩვენ ვართ კლუბი მრავალი ღირსებით, პრინციპებითა და ეთიკური ნორმებით. „ბარსელონა“ – ეს უფრო მეტია, ვიდრე კლუბი“, – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები Barca Times-ს.
უფრო ადრე ლაპორტას გადადგომისკენ მოუწოდეს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობაში არსებულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა. ამის ერთ-ერთ მიზეზი იყო ის, რომ კატალონური კლუბი ვერ ახერხებდა დანიელ ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციას.