ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას გეგმავს
ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას გეგმავს

„ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აპირებს 2021 წელს, კატალონიური კლუბის პრეზიდენტის არჩევნებზე, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.

„სიტუაციამ ძალიან ამაღელვა. ვაგროვებ ადამიანებს, რომლებსაც ვენდობი, რადგან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, როგორ შევცვალოთ კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა. უნდა წარმოვადგინოთ ისეთი წინადადება, რომელიც „ბარსელონას“ ინსტიტუციონალური იმიჯის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ლაპორტამ.

ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2003-10 წლებში იყო. მისი მმართველობის პერიოდში, კლუბმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ ლა ლიგას ტიტული, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი და ერთხელ ესპანეთის თასი. 2010 წელს ის ხოსეპ ბარტომეუმ შეცვალა. 2015 წელს, ლაპორტას ბრალი წაუყენეს „ბარსელონას“ პრეზიდენტობისას თანხების მითვისებაში.

რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონას“ დირექტორატის ექვსმა წევრმა დატოვა კლუბი და მოითხოვა ვადამდელი არჩევნები, კლუბის ერთ-ერთმა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა რუისმა კი „ბარსას“ ამჟამინდელი ხელმძღვანელები კორუფციაში დაადანაშაულა.