ფრანგმა ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „მემფის გრიზლისთან“ და სეზონის ბოლომდე ვეტერანის მინიმუმს მიიღებს, – ამის შესახებ წერს Sports! Yahoo-ს მიმომხილველი შამს ჩარანია.
„გრიზლისი“ ფრანგს სათადარიგო ცენტრად განიხილავს. ნოა თავისუფალი აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც სეზონის წინ, მისი კონტრაქტი გამოისყიდა „ნიუ იორკმა“. ამის სანაცვლოდ, ნიუიორკული კლუბი ჟოაკიმს 37.8 მილიონ დოლარს გადაუხდის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ჟოაკომ ნოა მისი პერსონის მიმართ ბაზარზე მინიმუალური ინტერესის გამო გახდა იძულებული – წასულიყო ხელფასის მკვეთრ შემცირებაზე . ინტერესის შემცირება კი, თავის მხრივ, სათამაშო რეგრესმა, ტრავმებმა და სკანდალებმა გამოიწვიეს.