ჟოაკიმ ნოა კარიერას ასრულებს [ვიდეო]
ჟოაკიმ ნოა კარიერას ასრულებს [ვიდეო]

ჟოაკიმ ნოა გასულ წლებში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი და „ჩიკაგოს“ ლიდერი იყო. ბოლო პერიოდში ფრანგ ცენტრს ტრავმებმა მოსვენების საშუალება არ მისცა. მან ვერ შეძლო სრულყოფილად სეზონის ჩატარება. უკანასკნელ წლებში ჟოაკიმმა ბედი „ნიუ იორკში“, „კლიპერსსა“ და „მემფისში“ სცადა.

The Athletic-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ნოა 13-წლიან კარიერას ასრულებს. წყაროს ცნობით, ფრანგს ძალიან სურს კარიერის „ჩიკაგოში“ დასრულება.

ჟოაკიმ ნოას კარიერის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ასე გამოიყურება – 8.8 ქულა, 9.0 მოხსნა, 2.8 პასი, 1.3 დაფარება, 0.8 ჩაჭრა. 2014 წელს ის „ჩიკაგოს“ შემადგენლობაში საუკეთესო დამცველი გახდა. ფრანგს ორჯერ აქვს „ოლ სტარის“ მატჩში მონაწილეობა მიღებული.