ჟირუმ, შესაძლოა, კარიერა „ინტერ მაიამიში“ გააგრძელოს
ჟირუმ, შესაძლოა, კარიერა „ინტერ მაიამიში“ გააგრძელოს

ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდს ოლივიე ჟირუს კარიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელების შანსი მიეცა. როგორც გაზეთი „სანდი მირორი“ წერს, 34 წლის ფრანგის გადაბირებით MLS-ის კლუბი „ინტერ მაიამია“ დაინტერესებული, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი გახლავთ.

ჟირუს არ გააჩნია „ჩელსიში“ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გამგზავრება სურს. ცოტა ხნის წინ, ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა აღნიშნა, რომ ჟირუს არ აქვს გარანტირებული ადგილი საფრანგეთის ნაკრების განაცხადში და მიანიშნა იმის შესახებ, რომ ფორვარდმა უფრო ხშირად უნდა ითამაშოს თავის კლუბში.

მიმდინარე სეზონში ჟირუმ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა ინგლისის პრემიერლიგაში და ჯამში მოედანზე 36 წუთი გაატარა.