ჟირუმ „ჩელსიში“ დარჩენა გადაწყვიტა
ჟირუმ „ჩელსიში“ დარჩენა გადაწყვიტა

„ჩელსის“ ფორვარდი ოლივიე ჟირუ დიდი ალბათობით არ დატოვებს გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ფრანგმა ლონდონურ კლუბში სეზონის ბოლომდე გადაწყვიტა დარჩენა.

„ინტერმა“ და „იუვენტუსმა“ ინფორმაციისთვის მიმართეს 34 წლის ფორვარდის აგენტს, მაგრამ ფეხბურთელმა ტრანსფერზე უარი განაცხადა.

აღვნიშნავთ, რომ ჟირუს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება და ის „ჩელსის“ უფასოდ დატოვებს.

ამ სეზონში ფრანგმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ცხრა გოლი გაიტანა.