ჟირუ იანვარში „ჩელსის“ დატოვებას აპირებს
ჟირუ იანვარში „ჩელსის“ დატოვებას აპირებს

ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდი ოლივიე ჟირუ დაინტერესებულია გუნდის შეცვლით. ფრანგი ფეხბურთელი ამის გაკეთებას უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Football London-მა.

ჟირუ ვერ იღებს საკმარის სათამაშო პრაქტიკას „ჩელსიში“ და ფეხბურთელს სურს ევროპის ჩემპიონატის წინ ხშირად იყოს მინდორზე, რათა მიწვევა მიიღოს საფრანგეთის ნაკრებში და ითამაშოს ევრო 2020-ზე. ჟირუს მიმართ დაინტერესებას მილანის „ინტერი“ გამოთქვამს.

ამ სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი