„ჟილინამ“ ნარიმანიძის გოლით მოიგო – ქართველი მცველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

12:45, 24.08.2026

ალექსანდრე ნარიმანიძემ სლოვაკეთის ჩემპიონატში გამოიჩინა თავი და „ჟილინას“ „კომარნოსთან“ საშინაო მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:1. ქართველმა მცველმა 87-ე წუთზე თავური დარტყმით სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

ნარიმანიძემ ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო მისი თამაში 8,1 ქულთ შეაფასეს და საბოლოოდ 21 წლის ქართველი მცველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ნარიმანიძე სლოვაკეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელად მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

შესანიშნავი თამაში ჩაატარა ლუკა ხორხელისა და გიორგი მოისწრაფიშვილის „სპარტაკმა“, რომელმაც გასვლაზე გია ნადარეიშვილის „ტრენჩინს“ 4:0 სძლია. მესამე გოლი ხორხელის გადაცემით გავიდა.

მსგავსი