ჟერომ ბოატენგი იტალიის სერია A-ში, „სალერნიტანას“ შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT
ჟერომ ბოატენგი იტალიის სერია A-ში, „სალერნიტანას“ შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT

ვეტერანი გერმანელი მცველი ჟერომ ბოატენგი საფეხბურთო კარიერას იტალიის სერია A-ს გუნდში, „სალერნიტანაში“ გააგრძელებს.

იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მოთამაშესთან ექვსთვიანი კონტრაქტი გაფორმდა და ის გუნდის ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს.

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ჟერომ ბოატენგი უგუნდოდ იყო. გერმანელ მცველს კარიერის საუკეთესო წლები მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში აქვს გატარებული, გერმანულ გრანდთან ერთად მან 22 ტიტული მოიგო.

35 წლის ჟერომ ბოატენგი გერმანიის ნაკრების წევრიც იყო, 2014 წელს ის თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

„სალერნიტანა“ ამჟამად იტალიის ჩემპიონატში 12 ქულით ბოლო ადგილზეა.