ჟერარდ პიკე საფეხბურთო კლუბს ყიდულობს
ჟერარდ პიკე საფეხბურთო კლუბს ყიდულობს

„ბარსელონას“ მცველი ჟერარდ პიკე საფეხბურთო კლუბის შეძენას აპირებს. მან უკვე დაიწყო შესაბამისი პროცედურების გავლა. როგორც ესპანური პრესა წერს, ლაპარაკია საფეხბურთო კლუბ „ანდორაზე“, რომელიც კატალონიის რეგიონული ლიგის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს.

როგორც პიკე აცხადებს, კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთში აპირებს დარჩენას. უახლოეს მომავალში გაფორმდება ხელშეკრულება პიკეს კომპანია „კოსმოსსა“ და „ანდორას“ შორის. ფეხბურთელი მზად არის დაფაროს კლუბის ვალები.

შეგახსენებთ, რომ პიკე და მისი კომპანია საჩოგბურთო ბიზნესშიც იკიდებს ფეხს. სწორედ „კოსმოსია“ იმ ტურნირის მფლობელი, რომელიც 2019 წლიდან ჩაანაცვლებს დევისის თასს.