ჟერარ პიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ სათამაშოდ მზად არის
ჟერარ პიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ სათამაშოდ მზად არის

„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შეძლებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ თამაშს, – იტყობინება გაზეთი „მარკა“.

კატალონური კლუბის მცველმა მარჯვენა მუხლის ტრავმა 21 ნოემბერს მიიღო და მას შემდეგ, მოედანზე არ გამოჩენილა.

გამოცემის ინფორმაციით, 34 წლის პიკემ ვარჯიში სხვა თანაგუნდელებთან ერთად დაასრულა.

საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშში მისი მონაწილეობის შესახებ, უშუალოდ მატჩის წინ მიიღებენ. „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 16 თებერვალს, „კამპ ნოუზე“ უნდა გაიმართოს.