ჟერარ პიკე - მესის მხოლოდ პარკირებისას ვხედავ
ჟერარ პიკე - მესის მხოლოდ პარკირებისას ვხედავ

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, კლუბში ვარჯიშების დროს მკაცრი წესებია დადგენილი.

„ჩვენ მინიმალური კონტაქტები გვაქვს, რადგან სხვადასხვა ვარჯიშს ვასრულებთ და თითქმის არ ვიკვეთებით. მესის ტელეფონით ველაპარაკები. ჯერ არ მინახავს, როგორ ვარჯიშობს. მას მხოლოდ მანქანების პარკირების ადგილას ვხედავ“, – თქვა პიკემ.

არ არის გამორიცხული, რომ პრიმერაში სეზონი 12 ივნისს განახლდეს.