ჟერარ პიკე გამოვიდა იდეით - 0:0-ზე გუნდებს ქულები არ დაერიცხოთ #1TVSPORT
„ბარსელონას“ ყოფილი ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად არის დაკავებული ბიზნესით და სულ უფრო ხშირად აჟღერებს რევოლუციურ საფეხბურთო იდეებს. ამ დღეებში ის კიდევ ერთი წინადადებით გამოვიდა.
პიკეს იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გუნდებს არ უნდა ენიჭებოდეთ ქულები მატჩის 0:0 დასრულების შემდეგ.
„არ შეიძლება, ისე ხდებოდეს, რომ თქვენ ხარჯავთ 100, 200 ან 300 ევროს, მიდიხართ სტადიონზე, მატჩი კი 0:0 სრულდება. აუცილებელია რაღაცის შეცვლა. გამოსავალი შეიძლება არსებობდეს იმაში, რომ თუ შეხვედრა 0:0 დასრულდება, გუნდებმა არ მიიღონ თითო-თითო ქულა.
ამ წესის შემოღების შემდეგ თამაში უფრო გახსნილი იქნება 70-ე წუთიდან მოყოლებული“, – განაცხადა პიკემ.