ჟერარ პიკე ესპანეთის ნაკრებს დაემშვიდობა
ჟერარ პიკე ესპანეთის ნაკრებს დაემშვიდობა

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ გამოაცხადა, რომ 31 წლის ასაკში გადაწყვიტა ესპანეთის ნაკრებში კარიერის დასრულება.

„მქონდა კონტაქტი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლუის ენრიკესთან. ეს ორი კვირის წინ მოხდა და მას ვუთხარი, რომ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ეს იყო შესანიშნავი პერიოდი, რომლის დროსაც მოვიგე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი. ახლა, მთლიანად კონცენტრირებული ვიქნები „ბარსელონაზე“, – მოჰყავს პიკეს სიტყვები გაზეთ AS-ს. ​

პიკეს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. ეროვნულ გუნდში მან 103 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.