ჟენევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

01:19, 31.10.2020

ჟენევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ანა ნაღდალიანი იუწყება.

მისივე ინფორმაციით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა შუამავლობით გამართული შეხვედრა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს მიეძღვნა.

შეხვედრის დეტალების ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი