ჟენევაში გაიმართა დემონსტრაცია ლოზუნგით „რასიზმიც პანდემიაა“
ჟენევაში გაიმართა დემონსტრაცია ლოზუნგით „რასიზმიც პანდემიაა“

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში ხუთი ათასამდე დემონსტრანტი მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჟენევაში საპროტესტო აქცია მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის დღეს გაიმართა. მანიფესტანტებმა მუხლი მოიყარეს და ფლოიდის ხსოვნას დუმილით პატივი მიაგეს.

„რასიზმიც პანდემიაა“, „დუმილი გამოსავალი არ არის“, – ასეთი იყო დემონსტრანტების ლოზუნგები.

რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა შვეიცარიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბერნში, ბაზელსა და ლოზანაში.