ჟენევაში, გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს შენობასთან სირიელმა ქურთმა თავის დაწვა სცადა
ჟენევაში, გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს შენობასთან სირიელმა ქურთმა თავის დაწვა სცადა

ჟენევაში, გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს შენობასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სააგენტო „სვისინფო“ წერს, მამაკაცი გერმანიაში მცხოვრები 31 წლის სირიელი ქურთია.

არსებული ინფორმაციით, მან ბენზინი გადაისხა, რის შემდეგაც ცეცხლი წაიკიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.