ჟან-კლოდ იუნკერი - შემდეგი ევროკომისიის პრიორიტეტებად კლიმატური ცვლილებები, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა რჩება
ჟან-კლოდ იუნკერი - შემდეგი ევროკომისიის პრიორიტეტებად კლიმატური ცვლილებები, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა რჩება

შემდეგი ევროკომისიის პრიორიტეტებად კვლავ კლიმატური ცვლილებები, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა რჩება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე განაცხადა.

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა მუშაობას პირველი ნოემბრიდან შეუდგება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები და მთავრობის ხელმძღვანელები ბრიუსელში 23-26 მაისს ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების განსახილველად შეიკრიბნენ.

არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. „ბიბისი“ წერს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებმა ევროკავშირი უფრო ფრაგმენტირებული გახადა და შეთანხმების მიღწევას შესაძლოა ნავარაუდევზე დიდი დრო დასჭირდეს. ევროკომისიის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფრანს ტიმერმანსმა პროცესი სერიალ „სამეფო კარის თამაშებს“ შეადარა.

დატოვე კომენტარი