ჟალგირისმა ცსკა დაამარცხა
ჟალგირისმა ცსკა დაამარცხა

თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ფინალურ მატჩში ევროპული კალათბურთის კლასიკური დაპირისპირება შედგა – მოსკოვის ცსკა და კაუნასის „ჟალგირისი“. გამარჯვება ლიეტუვურმა კლუბმა მოიპოვა – 81:73 (18:12, 17:19, 16:25, 22:25).

გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც რუსულმა კლუბმა 16:25 წააგო. ამ მეოთხედში ცსკა-მ 13-დან მხოლოდ ოთხი სამქულიანი ჩააგდო და მეტოქეს საკუთარ ფარზე 12 ბურთი მოახსნევინა.

„ჟალგირისის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ამერიკელი უოლტერსი – 18 ქულა. 12 ქულა დააგროვა მილაკნისმა, 11 – კავალიაუსკასმა. ცსკა-ს ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ჰიგინსი იყო.