„ჟალგირისის“ მწვრთნელი – „დინამო თბილისი“ ძლიერი გუნდია, მაგრამ სუსტი მხარეებიც აქვს და ვეცდებით, გამოვიყენოთ #1TVSPORT

21:53, 22.07.2026

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ თბილისურ მატჩამდე ვილნიუსის „ჟალგირისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრიუს სკერლამ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებასა და მეტოქეზე ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში „ჟალგირისი“ კარგ ფორმაშია, გუნდმა ზედიზედ ოთხი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შეცდომებს, რა თქმა უნდა, ვუშვებთ, მგრამ ვცდილობთ, გამოვასწოროთ.

„დინამო თბილისი“ ძლიერი გუნდია. კონფერენს ლიგაზე მისი ბოლო ორი მატჩი გავაანალიზეთ. წარსულიდან მახსოვს, საქართველოს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავდა. რა თქმა უნდა, გუნდში ლეგიონერებიც არიან, მაგრამ კარგად ჩანს, როგორი სტილის მიმდევარია.

თუმცა „დინამოს“ სუსტი მხარეებიც აქვს, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია, განსაკუთრებით – კონტრშეტევებზე. დარწმუნებული ვარ, შანსები აუცილებლად გვექნება და უნდა გამოვიყენოთ, დაცვაში კი ყურადღებით ვითამაშოთ“.

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისისა“ და „ჟალგირისის“ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 23 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი