დიზაინერი კენზო ტაკადა კორონავირუსით გარდაიცვალა​

20:51, 04.10.2020

იაპონელი მოდის დიზაინერი კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. კენზო 4 ოქტომბერს საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“-ის გართულებული ფორმა გახდა.

სიენენი“ წერს, რომ ტაკადა მოდის სამყაროში პირველად 1970 წელს გამოჩნდა და მისი დიზაინები ყოველთვის მკაფიო ფერებითა და ქაოტური პრინტებით გამოირჩეოდა.

ბოლო წლების განმავლობაში ის ბრენდ „K-3“-ს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი