დიუსელდორფის გრანდ-სლემზე გურამ თუშიშვილის ფინალური გდება საუკეთესოდ აღიარეს (ვიდეო)

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა დიუსელდორფის გრანდ-სლემის ხუთი საუკეთესო გდების ვიდეო გამოაქვეყნეს. საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი წევრი გურამ თუშიშვილი პირველ ადგილზეა.

საუკეთესოდ მისი ფინალური პაექრობის გდება დასახელდა, სადაც თუშიშვილმა 44 წამში მასპინძელ იოჰანეს ფრეის დამარცხება 44 წამში, ულამაზესი იპონით შეძლო.

გურამ თუშიშვილმა დიუსელდორფის გრანდ-სლემზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე იპონით მოიგო.

მეხუთე ადგილი იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს ერგო, მეოთხეზე ფრანგი ამანდინე ბუჩარდი გავიდა. კორეელი კიმ მინიონგი და გერმანელი ანა მარია ვაგნერი კი მესამე და მეორე ადგილებს ინაწილებენ.

დატოვე კომენტარი