დიუსელდორფის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს - ძიუდო
დიუსელდორფის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს - ძიუდო

გერმანულ ქალაქ დიუსელდორფში დღეს სტარტს აიღებს გრანდ სლემის ტურნირი ძიუდოში, რომელიც 23 თებერვლამდე გასტანს. პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს: 60 კგ-ში ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე გამოვლენ, ხოლო 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი შეეცდებიან მედლების მოპოვებას. ხვალ და ზეგ კი ტურნირზე შემდეგი ძიუდოისტები გამოვლენ:

73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ. – ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
100 კგ. – ნიაზ დიასამიძე, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დიუსელდორფის ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ორი მედლის მოპოვება შეძლო. ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.