დიუსელდორფის გრანდ სლემზე 14 ქართველი იასპარეზებს | ძიუდო

12:25, 20.02.2020

გერმანულ ქალაქ დიუსელდორფში 21-23 თებერვალს ძიუდოში გრანდ სლემის ტურნირი გაიმართება. მასში 120 ქვეყნის წარმომადგენელი 718 ძიუდოისტი (427 კაცი+291 ქალი) ჩაებმება. საქართველოს ნაკრებში შემდეგი ძიუდოისტები იასპარეზებენ:

60 კგ. – ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ. – ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
100 კგ. – ნიაზ დიასამიძე, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დიუსელდორფის ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ორი მედლის მოპოვება შეძლო. ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

მსგავსი