დიურანტის 51 ქულა - გოლდენ სტეიტმა ოვერტაიმში წააგო [ვიდეო]

NBA-ს რეგულარული სეზონის ერთერთი ცენტრალური მატჩი, „ეირ კანადა ცენტრში“ ჩატარდა. ტორონტო „რეპტორზი“ და გოლდენ სტეიტ „უორიორზი“ საკუთარი კონფერენციების მთავარ ფავირიტებად არიან მიჩნეული. აქედან გამომდინარე, თამაშს დიდი აფიშა ჰქონდა, რომელმაც ბოლომდე გაამართლა.

კევინ დიურანტი, კავაი ლეონარდმა ვერ გააჩერა, სამაგიეროდ, ტორონტომ აჯობა მოქმედ ჩემპიონს. დიურანტმა, რომელმაც ჯამში 51 ქულა მოაგროვა და სეზონის, პირადი საუკთესო მაჩვენებელი დადო, სწორედ მან გადაიყვანა, ზუსტი სამქულიანით, თამაში დამატებით დროში (119-119). ოვერტაიმში, მასპინძლებმა მაინც გატეხეს, სტეფ კარის გარეშე მოთამაშე მეტოქე და 131-128 დაამარცხეს. კავაიმ, 37 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

ტორონტო აღმოსავლეთში კვლავ პირველი გუნდია, გოლდენ სტეიტი დასავლეთში, ჯერ ჯერობით მესამეა.

ლეიკერსი-ინდიანა 104-96
საკრამენტო-კლიპერსი 121-133