დიურანტი საუკეთესოა, ლებრონის გუნდის გამარჯვება შარლოტში
დიურანტი საუკეთესოა, ლებრონის გუნდის გამარჯვება შარლოტში

დასრულდა 64-ე „ყველა ვარსკვლავის“ (ALL STAR) შეხვედრა, რომელსაც შარლოტმა უმასპინძლა. სამდღიანი შოუს მთავარი დაპირისპირება დღეს, გამთენიისას შედგა. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა იანის ანტეტუკონმპოს გუნდს ანგარიშით 178:164 მოუგო.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი ლამაზი და დასამახსოვრებელი ეპიზოდით გამოირჩა, რომლებიც ტრადიციულად შოუს ელემენტებს შეიცავდა. მოგებულ გუნდში ყველაზე მეტი, 31 ქულა, კევინ დიურანტმა მოაგროვა, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. დიურანტი, მატჩის დასრულების შემდეგ, საუკეთესო მოთამაშედ ლიგის მთავარმა კომისარმა, ადამ სილვერმა დაასახელა.

გოლდენ სტეიტ „უორიორზის“ ფორვარდს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი სპონსორისგან (KIA MOTORS) ავტომობილი გადაეცა. დიურანტი ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე (MVP) მეორედ გახდა.