დიუგარიმ მესის მეტრანახევრიანი აუტისტი უწოდა
დიუგარიმ მესის მეტრანახევრიანი აუტისტი უწოდა

„ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტოფ დიუგარიმ ანტუან გრიზმანის შესახებ მოსაზრება გამოთქვა. ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფრანგ შემტევსა და კატალონიელთა ვარსკვლავს, ლეონელ მესის შორის უთანხმოება არსებობს.

„რისი ეშინია გრიზმანსმეტრანახევრიანი ბავშვის, რომელიც ნახევრად აუტისტია? უბრალოდ, ანტუანმა მას უნდა სახეში გააწნას, თუ რამე პრობლემები შეექმნა“, – ციტირებს დიუგარის RMC Sport.

29 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში კატალონიელთა რიგებში ყველა ტურნირზე 43 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.