დიტმარ ჰამანი - გერმანიამ ისე ითამაშა, კოსტა რიკა ბრაზილიას ჰგავდა, ფლიკი უნდა წავიდეს #1TVSPORT
დიტმარ ჰამანი - გერმანიამ ისე ითამაშა, კოსტა რიკა ბრაზილიას ჰგავდა, ფლიკი უნდა წავიდეს #1TVSPORT

„ბაიერნის“, „ლივერპულისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბუნდესნაკრენის თამაშის გამო გააკრიტიკა.

გერმანელებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს (კოსტა რიკასთან ანგარიშით 4:2) და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

„ვფიქრობ, ეროვნული ნაკრები ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვეღარ ითამაშებს. ასეთი წარუმატებლობის შემდეგ გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე სულ რაღაც 18 თვე გვაქვს დარჩენილი. ეს გუნდი კი სამარცხვინო სანახავი იყო.

მესმის გერმანულ ფეხბურთში თანამდებობებზე მყოფი ადამიანების კომენტარები, მაგრამ ამას საერთო არაფერი აქვს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასთან. მხოლოდ თავის მართლება გვემის. არადა, დროა, ყველაფერი გადაწყდეს.

პირველ ორ მატჩში კოსტა რიკას კარში ერთი დარტყმა ჰქონდა, ჩვენ კი ისე ვითამაშეთ, რომ ბრაზილიელებს დავამსგავსეთ. გუნდში ყველა აკეთებს იმას, რაც სურს. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ფლიკი სათავეში დავტოვოთ“, – თქვა ჰამანმა Sky-სთან ინტერვიუში.