დისკვალიფიკაცია ჩხუბისთვის - სასჯელი სამ კალათბურთელს შეეხო [ვიდეო]

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოაციაციამ (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ორი მოთამაშე, ბრენდონ ინგრემი და რეიჯონ რონდო, ასევე „ჰიუსტონ როკეტსის“ კრის პოლი, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მიზეზი ამ ორ გუნდს შორის მიმდინარე მატჩის დროს მომხდარი მუშტი-კრივი გახდა.

ინგრემს ოთხი მატჩის გამოტოვება მოუწევს, რონდოს – სამის, კრის პოლს  – ორის. სამივე შემთხვევაში დისკვალიფიკაცია უხელფასოა.

კრის პოლმა განაცხადა, რომ რონდომ მას სახეში შეაფურთხა და სწორედ ამან გამოიწვია ჩხუბი. საბოლოოდ, კალათბურთელებს შორის „ლეიკესის“ ლიდერი, ლებრონ ჯეიმსი ჩადგა.

მატჩი ლეიკერსსა და როკეტსს შორის ჰიუსტონელების გამარჯვებით, 124-115 დასრულდა.