დისციპლინარებმა გადაწყვეტილება გამოიტანეს - ხაშურის სკანდალური მატჩის მონაწილეები მკაცრად დასაჯეს #1TVSPORT
დისციპლინარებმა გადაწყვეტილება გამოიტანეს - ხაშურის სკანდალური მატჩის მონაწილეები მკაცრად დასაჯეს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის წევრებმა სხდომა გამართეს და 15 ივნისს მომხდარ სკანდალზე იმსჯელეს.

საქმე ეხებოდა რეგიონულ ლიგაში ხაშურის „ივერიისა“ და „გლდანის“ მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს. დისციპლინარებმა იმსჯელეს და ორივე გუნდისთვის მკაცრი გადაწყვეტილებები გამოიტანეს.

საფეხბურთო კლუბ ხაშურის „ივერიას“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3, ასევე დაეკისრა 4 საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვა და ფულადი ჯარიმა. საფეხბურთო კლუბ „გლდანს“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3 და დაეკისრა ფულადი ჯარიმა.

ამას გარდა, დასაჯეს ორივე გუნდის მოთამაშეები – ხაშურის „ივერიის“ ფეხბურთელებს, გიორგი ნოზაძეს, ნიკა ივანიშვილსა და ლაშა ხაჩიძეს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.

ყველაზე მკაცრად დაისაჯა „გლდანის“ მეკარე გიორგი იოსელიანი, რომლის ნასროლი ბოთლიც მეტოქეს მოხვდა და ვითარება სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. მასს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია. „გლდანის“ ფეხბურთელს, გაგა სამადაშვილს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.

დატოვე კომენტარი