დირკ შუსტერი „ტორპედოდან“ წასვლას არ აპირებს – ვაგრძელებ მუშაობას და მხოლოდ მომდევნო შეხვედრებზე ვფიქრობ #1TVSPORT

10:16, 17.07.2026

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ „ზირასთან“ საშინაო მარცხზე (0:3) კომენტარი გააკეთა.

გერმანელი სპეციალისტის შეგირდები აზერბაიჯანშიც 0:3 დამარცხდნენ და მეტოქესთან შინაც ვერაფერს გახდნენ, რის გამოც ქუთაისელი გულშემატკივრები მწვრთნელის გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა შუსტერმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

„პირველმა გაშვებულმა გოლმა ძალიან დიდი დაღი დაგვასვა. ის გარემო, რაც თამაშის დროს შეიქმნა, როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის საკმაოდ ტოქსიკური აღმოჩნდა.

მე ვაგრძელებ მუშაობას და მხოლოდ მომდევნო შეხვედრებზე ვფიქრობ. არ ვუპასუხებ შეკითხვას – ქომაგებს ჩემი გუნდიდან წასვლა სურთ და რატომ არ მივდივარ“, – ამბობს შუსტერი.

მსგავსი