დირკ შუსტერი – საპასუხო მატჩში ვითარების გამოსწორებას შევეცდებით #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ „ზირასთან“ მტკივნეულ მარცხზე (0:3) ისაუბრა.
„სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ მეტოქე ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. „ზირას“ ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავს, ჩვენ კი 30 წუთის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ.
ველოდით, რომ ერთ გოლს გავუშვებდით, „ზირამ“ უკეთ ითამაშა, ტაქტიკურადაც გვაჯობა და, საბოლოოდ, ფავორიტმა გაიმარჯვა. 0:2-ის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები გატყდნენ, დაიღალნენ და თამაშის მსვლელობაში ცვლილებების შეტანა ვეღარ შევძელით.
საპასუხო მატჩში ვითარების გამოსწორებას შევეცდებით, 0:3 ჩამორჩენის შემდეგ თამაშის ბედის შემოტრიალება რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, თამაში დამატებით დროში მაინც გადავიყვანოთ, ფეხბურთში ეს უფრო დიდი ანგარიშით წაგების შემდეგაც მოუხერხებიათ“.