დირკ შუსტერი - სანაკრებო პაუზის შემდეგ „ტორპედო“ განახლებული ენერგიით ბრუნდება
დირკ შუსტერი - სანაკრებო პაუზის შემდეგ „ტორპედო“ განახლებული ენერგიით ბრუნდება

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 28 მარტს გაიმართება.

„სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი განახლებული ენერგიითა და განწყობით ვბრუნდებით. ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ ძლიერ სომხურ კლუბ „ნოასთან“. ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო. ვიცით, რომ ბათუმის „დინამო“ ძლიერი მეტოქეა, განსაკუთრებით, საკუთარ მოედანზე. მათ დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენ საკუთარი მიზნები გვაქვს“, – განაცხადა დირკ შუსტერმა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება 28 მარტს მე-5 ტურის შეხვედრებით განახლდება. ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე შედგება, სადაც ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

მე-5 ტური, პარასკევი, 28 მარტი

თბილისი, „დინამო არენა“

15:00 | „დინამო თბილისი“ – „გარეჯი“

ფოთი, „ფაზისი“

15:00 | „კოლხეთი 1913“ – „გაგრა“

წყალტუბო, საფეხბურთო ცენტრი

19:00​ | „სამგურალი“ – „იბერია 1999“

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

21:00 | „დილა“ – „თელავი“

ბათუმი​. „ბათუმი არენა“

21:00 | „დინამო“ (ბთ) – „ტორპედო“