დირკ შუსტერი - რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დავიმატეთ და ეს მოედანზე გამოჩნდება #1TVSPORT
ქუთაიასის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა გუნდის დაკომპლექტებასა და კონფერენს ლიგაში ყაზახურ „ორდაბასთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„აქტიურად ვემზადებით „ორდაბასთან“ მატჩისთვის. ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე მაღალი დონის ახალწვეული დავიმატეთ – ამ ტრანსფერებმა საგრძნობლად გაგვაძლიერა.
ეს ვარჯიშებზეც იგრძნობა – ხარისხმა იმატა, კონკურენცია გაიზარდა, რაც გუნდს ზრდის და, შესაბამისად, ეს მოედანზეც გამოჩნდება.
დღეისთვის არსებული ვითარებით კმაყოფილი ვარ. „ორდაბასთან“ არ იქნება მარტივი მატჩები. ვემზადებით და გვჯერა, რომ ჩვენს გულშემატკივართან ერთად ამ ბარიერს დავძლევთ. ამიტომ თითოეული მათგანის მხარდაჭერა გვჭირდება“, – ამბობს დირკ შუსტერი.
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას „რამაზ შენგელია არენაზე“ 10 ივლისს, 20:00 საათზე გამართავს. საპასუხო შეხვედრა ყაზახეთში 17 ივლისს ჩატარდება.