დირკ შუსტერი - იმედია, „დინამოს“ მოვუგებთ და გადავასწრებთ #1TVSPORT
„რამაზ შენგელია არენაზე“ ქართული „კლასიკო“ გაიმართება – ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს „რამაზ შენგელია არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერის წინასამატჩო კომენტარში იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ამ მნიშვნელოვან მატჩს მოიგებს.
„ბოლო ორ შეხვედრაში „სამგურალი“ და ფოთის „კოლხეთი“ დავამარცხეთ. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. „დინამო თბილისს“ სატურნირო ცხრილში 2 ქულით ჩამოვრჩებით და შესაბამისად, მოგებით შეგვიძლია გადავასწროთ. ჩვენი მიზანიც ეს არის.
გულშემატკივრის თანადგომა გვჭირდება. იმედია, სტადიონზე ჩვენს მხარდასაჭერად ბევრი ხალხი მოვა. ისინი მეტ ენერგიას გვაძლევენ და გვაძლიერებენ. გვსურს, ძალიან კარგი მატჩი ჩავატაროთ და ბოლო მატჩებში ნაჩვენები ხარისხი შევინარჩუნოთ.“, – ამბობს დირკ შუსტერი.