დირკ შუსტერი - „იბერიასთან“ საუკეთესო ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კომენტარი გააკეთა ეროვნული ლიგის მე-2 ტურში მოქმედ ჩემპიონ თბილისის „იბერიასთან“ შეხვედრაზე.
გათამაშების ფავორიტების შეხვედრა, რომელიც „მიხეილ მესხზე გაიმართა, „იბერიამ“ ირაკლი სიხარულიძისა (39) და ერიკ პიმენტელის ავტოგოლით (65) 2:0 მოიგო.
„ინტენსიური შეხვედრა იყო, მაგრამ ეს არ გახლდათ ჩვენი საუკეთესო თამაში. მოწინააღმდეგე დიდ ზეწოლას ახორციელებდა. პირველ 30 წუთში რამდენიმე საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ.
გვჯერა, რომ „იბერიასთან“ მატჩის შედეგი ჩვენზე გავლენას არ მოახდენს. ეს ფეხბურთია და ასეც ხდება. მთავარია, წინსვლა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ.
ისიც სათქმელია, რომ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ თავის პოზიციაზე არ ითამაშა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. შევეცდებით, შემდეგ შეხვედრაში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ“, – ამბობს დირკ შუსტერი.