დირკ ნოვიცკის ემოციური წერილი დალასის ფანებს

15:41, 22.04.2019

დირკ ნოვიცკიმ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 21 სეზონი გაატარა და ამ დროის მანძილზე დალას მავერიკსთან ერთად ნბა-ს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

დირკმა ამერიკული კარიერა მავერიკსში დაიწყო და იქვე დაასრულა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ლიგაში, რადგან თითქმის ყველა წარმატებული კალათბურთელი გუნდს ხშირად იცვლის.

ლეგენდარულ გერმანელს ტეხასელმა ფანებმა ემოციური გაცილება მოუწყვეს. ამის საპასუხოდ ნოვიცკიმ დალას მორნინგ ნიუსში ფანებს სამადლობელი წერილი მიუძღვნა.

მსგავსი