დირკ ნოვიცკიმ იოკიჩს საუკეთესო უწოდა #1TVSPORT
დირკ ნოვიცკიმ იოკიჩს საუკეთესო უწოდა #1TVSPORT

ლეგენდარულმა გერმანელმა კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ კომენტარი გაუკეთა “დენვერის” ცენტრის ნიკოლა იოკიჩის თამაშს. „დალასის“ ყოფილმა ფორვარდმა უმაღლეს დონეზე შეაფასა სერბის საკალათბურთო ინტელექტი, ტექნიკური თვისებები და უნივერსალურობა, ასევე აღნიშნა მისი გავლენა თამაშზე და უნარი მთლიანად შეცვალოს მატჩების მსვლელობა.

„ის უბრალოდ დაუჯერებელია. მას არ გააჩნია განსაკუთრებული ათლეტურობა, მაგრამ ოსტატობის დონით, ის, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. თამაშის აღქმა და საკალათბურთო IQ – ეს რაღაც არარეალურია. თან ნიკოლა დიდი და მძლავრია და შეუძლებელია ეფექტურად მისი შეჩერება დაბალი კალათბურთელების დახმარებით. თავად ვყოფილვარ იგივე სიტუაციაში, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ პატარა მოთამაშეებით დაცვა რეალური იყო.

მასთან დაკავშირებით ეს შეუძლებელია. ის ასევე ბრწყინვალედ თამაშობს მოხსნებზე, შეუძლია თავის მხარეს გადაიყვანოს დიდი მოთამაშეები, ითამაშოს მათთან სამწამიანში და გაითამაშოს პიკ-ნ-როლები. მის არსენალში ასევე არის სამქულიანი… მაგრამ ყველაზე მეტად გხიბლავს მისი თამაშის ხედვა და პასები – ეს მომდევნო დონეა. ყოველთვის ვიყავი მისი სათამაშო სტილის ფანი“, – განაცხადა ნოვიცკიმ.