დირკ ნოვიცკი სამქულიანების კონკურსზე დაპატიჟეს
დირკ ნოვიცკი სამქულიანების კონკურსზე დაპატიჟეს

დირკ ნოვიცკისთვის მიმდინარე სეზონზე ნაჩვენები თამაში ყველა ვარსკვლავის „სამეგობროში“ მოსახვედრად საკმარისი ნამდვილად არ არის, თუმცა კალათბურთის მოყვარულებმა შარლოტში ლეგენდარული გერმანელი შესაძლოა მაინც იხილონ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტის მარკ შტეინის მტკიცებით ნოვიცკი სამქულიანების კონკურსში მიიწვიეს. 40 წლის მძიმე ფორვარდი ყველა ვარსკვლავის გუნდში 2015 წლიდან არ გამოჩენილა. ჯერჯერობით უცნობია განაცხადა თუ არა თანხმობა თავად დირკმა.