დირკ ნოვიცკი ხვალ ბრუნდება
დირკ ნოვიცკი ხვალ ბრუნდება

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი 2018-19 წლების სეზონში პირველი მატჩის ჩატარებას პარასკევს აპირებს. როგორც ESPN წერს, „დალასის“ 40 წლის მძიმე ფორვარდი „ფინიქსის“ წინააღმდეგ გავა მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ ნოვიცკიმ 2018 წლის აპრილში მარცხენა კოჭის ოპერაცია გადაიტანა. წლევანდელი სეზონი დირკისთვის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 21-ე იქნება. ეს ერთ გუნდში ჩატარებული სეზონების რაოდენობით ლიგის ახალი რეკორდია. მთელი ეს წლები, გერმანელი მხოლოდ „დალასის“ ღირსებას იცავდა. „ლეიკერსის“ შემადგენლობაში კობი ბრაიანტმა 20 სეზონი გაატარა.

დალასს“ 26 მატჩში 15 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი