დირკ ნოვიცკი FIBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT
დირკ ნოვიცკი FIBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) დიდების დარბაზში შეიყვანეს. ცერემონია ბერლინში გაიმართა.

ნოვიცკი ევროპელ კალათბურთელებს შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საუკეთესო ბომბარდირია, გარდა ამისა, რეკორდსმენია ერთ გუნდში გატარებული სეზონების რაოდენობით (21, „დალას მავერიქსი“). იყო 2006-07 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP). 2011 წელს პირველად მიიყვანა „დალასი“ ჩემპიონის ტიტულამდე და გახდა ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშე.

ასევე დიდების დარბაზში შეიყვანეს კიდევ ექვსი მოთამაშე: ჰედო თურქოგლუ (თურქეთი), ვან ჟიჟი (ჩინეთი), სიუ ბერდი (აშშ), სელინ დუმერკი (საფრანგეთი), კლარის მაჩანგუანა (მოზამბიკი), ისმენია პაუშარი (ჩილე).