დირკ ნოვიცკი არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს
დირკ ნოვიცკი არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს

დალას მავერიქსის ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ არ გამორიცხა მომავალ სეზონში კარიერის გაგრძელება.

„არ ვიჩქარებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და შევხედავ, რა მდგომარეობაში იქნება ჩემი ორგანიზმი სეზონის დასკვნით ნაწილში. დავაკვირდები, შემდგომშიც მივიღებ თუ არა სიამოვნებას კალათბურთისგან. კარი ჯერ საბოლოოდ დახურული არ არის“, – მოჰყავს გერმანელი კალათბურთელის სიტყვები თავის ტვიტერზე მიმომხილველ ბრედ თაუნსენდს.

დირკ ნოვიცკი 21-ე სეზონს ატარებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. მთელი კარიერის განმავლობაში ის დალასის რიგებში თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად ერთხელ გახდა ჩემპიონი.

მიმდინარე რეგულარულში 40 წლის ნოვიცკი საშუალოდ 4.7 ქულასა და 1.7 მოხსნას აგროვებს 11 წუთის განმავლობაში.