დიოკერეშმა კარიერის გასაგრძელებლად „არსენალი“ აირჩია #1TVSPORT
დიოკერეშმა კარიერის გასაგრძელებლად „არსენალი“ აირჩია #1TVSPORT

ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდის ვიქტორ დიოკერეშის სატრანსფერო ისტორია დასასრულს უახლოვდება. შვედი ფეხბურთელი, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა ახალი გუნდის არჩევაზე.

გაზეთ DailyMail-ის ინფორმაციით, დიოკერეში ლონდონის „არსენალში“ გადასვლისკენ იხრება და არ სურს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავის ყოფილ მწვრთნელთან რუბენ ამორიმთან თანამშრომლობის აღდგენა. „არსენალში“ სავარაუდო ტრანსფერს ისიც ადასტურებს, რომ ფეხბურთელის აგენტი სამშაბათს „ემირეიტსზე“ დაესწრება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს „არსენალსა“ და „რეალს“ შორის.

ლონდონში დიოკერეშის აგენტი უკვე შეხვდა „არსენალის“ ახალ სპორტულ დირექტორს ანდრეა ბერტას. ფინანსურად შვედი ფეხბურთელი სავსებით ხელმისაწვდომია ინგლისური კლუბისთვის: თავის ფორვარდში „სპორტინგი“ დაახლოებით 60-65 მილიონ ფუნტს ითხოვს.

26 წლის დიოკერეშმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.