დიოკერეში მზად არის „არსენალის“ დასატოვებლად, ფორვარდით „მილანი“ და „იუვენტუსი“ ინტერსდებიან #1TVSPORT
„არსენალის“ ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში იმედგაცრუებულია გუნდში თავისი მდგომარეობით და მზად არის ზამთარში დატოვოს ლონდონი. შვედი თავდამსხმელი სატრანსფერო სამიზნეა „მილანისთვის“, „იუვენტუსისთვის“, „ალ-აჰლისთვის“ და „ალ-იტიჰადისთვის“. ამის შესახებ წერს გამოცემა Caught Offside.
წყაროს ცნობით, „არსენალი“ არ ცდილობს დიოკერეშის გაყიდვას, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ლონდონელებმა ზამთარში ახალი ფორვარდი იყიდონ. შვედის წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს დასახელებულ ოთხ კლუბთან.
ამ სეზონში დიოკერეშმა ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში.