დინო ჰამზიჩი - თუ იქნება მიწვევა, საქართველოში დავრჩები #1TVSPORT
დინო ჰამზიჩი - თუ იქნება მიწვევა, საქართველოში დავრჩები #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ბოსნიელმა მეკარე დინო ჰამზიჩმა გუნდი დატოვა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე დინო ჰამზიჩმა გუნდი დატოვა. „ტორპედო“ მადლობას უხდის მას ერთგულებისთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის, რაც მან ტორპედოში ყოფნისას გამოიჩინა. ვუსურვებთ მას წარმატებებს, როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში“, – წერია ქუთიასური კლუბის განცხადებაში.

ბოსნიელ მეკარეს ქუთაისელთა რიგებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

დინო ჰამზიჩმა მომხდარზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და განაცხადა, რომ მეორე მეკარეობა არ სურდა და ამიტომ წავიდა.

„ბოლოს „ტორპედოში“ არ ვთამაშობდი და კონტრაქტი გავწყვიტეთ, რადგან ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვისაც და კლუბისთვისაც. ბოლოს მხოლოდ ორი თამაში ჩავატარე. ეს ხუთი ტურის წინ მოხდა, ჩემთვის კი მეორე მეკარეობა მისაღები არ იყო“, – განაცხადა დინო ჰამზიჩმა საქართველოს პირველ არხთან.

მისი თქმით, დაელოდება წინადადებებს, მათ შორის საქართველოს გუნდებიდანაც: „თუ მოწვევა იქნება, საქართველოში, რა თქმა უნდა, დავრჩები. მიყვარს საქართველო და ქართული ფეხბურთი. თუ ნორმალური წინადადება იქნება, სიამოვნებით ვითამაშებ“.

დატოვე კომენტარი