დინო ჰამზიჩი - თავს კარგად ვერ ვგრძნობდი და „ჩიხურა“ დავტოვე
დინო ჰამზიჩი - თავს კარგად ვერ ვგრძნობდი და „ჩიხურა“ დავტოვე

„დროა იყო, ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო,“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დინო ჰამზიჩმა, რომელმაც ეროვნული ლიგის საჩერეს „ჩიხურადან“ წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა.

ბოსნიელმა მეკარემ საჩხერეს „ჩიხურადან“ წასვლის თაობაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა და გუნდს დაემშვიდობა.

„გუნდის დატოვების დღე ახლოვდებოდა და ეს გადაწყვეტილება მივიღე. თავს უკვე კარგად ვერ ვგრძნობდი. ამის არაერთი მიზეზი იყო. მაგრამ ჩვენ კონტრაქტი ისე გავწყვიტეთ, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა დამრჩა. ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და საქართველოდან მივდივარ,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დინო ჰამზიჩი.

დინო ჰამზიჩი საჩხერეს „ჩიხურაში“ 2016 წელს ჩაირიცხა, 2017 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.