დინო ჰამზიჩი - იმედია, „ტორპედოს“ და მეც წარმატებული სეზონი გვექნება #1TVSPORT
დინო ჰამზიჩი - იმედია, „ტორპედოს“ და მეც წარმატებული სეზონი გვექნება #1TVSPORT

დინო ჰამზიჩმა, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს“ იანვარში დაუბრუნდა, თავის კლუბსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. შეკრების პირველ ეტაპზე ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იყო. ჩვენ ვითამაშებთ ამ კლუბისთვის, ფანებისთვის. ყველა მოთამაშე, საკუთარ შესაძლებლობებს გაიღებს. იმედია, „ტორპედოსა“ და პირადად ჩემთვისაც ახალი სეზონი წარმატებული იქნება“, – ამბობს დინო ჰამზიჩი.

34 წლის ბოსნიელი მეკარე საქართველოში 2016 წლის მარტში ჩამოვიდა და საჩხერეს „ჩიხურას“თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2017 წლის 2 დეკემბერს „ჩიხურამ“ საქართველოს თასის ფინალში „ტორპედო“ დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჰამზიჩმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო და ფინალის გმირად აღიარეს. ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, რომელიც 2021 წლის ნოემბერში დატოვა,გუნდთან ახალი კონტრაქტი კი წელს, იანვარში გააფორმა.