„დინამოში“ სერბი დაიმატეს - უნივერსალი, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე უთამაშია
„დინამოში“ სერბი დაიმატეს - უნივერსალი, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე უთამაშია

„დინამო თბილისში“ ზორან მარუშიჩი ჩაირიცხა – 27 წლის სერბი ნახევარმცველის ქართულ კლუბში გადასვლის ინფორმაციას გერმანული სამენეჯერო სააგნეტოტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

ზორან მარუშიჩი ბოლოს ბელარუსის ჩემპიონატში გროდნოსნემანში“ გიორგი ქანთარიას თანაგუნდელი იყო, 28 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, სერბი მოთამაშე უკვე თბილისშია. მარუშიჩი უდავოდ საინტერესო მოთამაშეა. კარიერა კრალევოსსლოგაში“ საყრდენ ნახევარმცველად დაიწყო, მაგრამ ცენტრალურ მცველადაც ათამაშებდნენ. „ნემანში“ თავდამსხმელად თამაშობდა…

 

პროფესიული კარიერა

2010-2016 კრალევოს სლოგა (სერბეთი) 84 მატჩი (10 გოლი)

2014 ვოჟდოვაცი (სერბეთი) 2 (0)

2016 სარაევოს სლავია (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 7 (1)

2016 კრუპა (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 10 (1)

2017 ბორჩა (სერბეთი) 9 (0)

2017–2018 ტემნიჩი (სერბეთი) 29 (2)

2018 სლობოდა (სერბეთი) 14 (0)

2019 მოგილევის დნიაპრო (ბელარუსი) 25 (4)

2020 გროდნოს ნემანი (ბელარუსი) 27 (10)

დატოვე კომენტარი